ყველაფერი სწრაფი კვების შესახებ

                                         სწრაფი კვების ისტორია                            

სწრაფი კვების ობიექტები ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა: ფარდულებში იყიდებოდა ცომის ფირფიტები, რომლებსაც ზეითუნის ზეთი ესვა. ასეთივე ლავაშები იყიდებოდა ძველი ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებში. თანამედროვე ფასთ-ფუდის ინდუსტრია კი XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოცენდა. 1921 წელს ამერიკაში, კანზასის შტატში, დაარსდა კომპანია White Castle, რომელიც გასაოცარი სიდიდის ჰამბურგერებს ყიდიდა. მათი ზომა ისე იზიდავდა მომხმარებლებს, რომ კომპანიის კვების ობიექტებთან მუდამ რიგი იდგა. დაახლოებით 20 წელი კომპანია კონკურენციის გარეშე მუშაობდა, 40-იან წლებში კი McDonald’s-ის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. McDonald’s-ი დღემდე ფასთ-ფუდების უდიდესი ქსელის მფლობელია მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ხანია, ნაჯერი ცხიმებისა და მაღალკალორიული კომპონენტების გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.


                                              დადებითი მხარეები


ჩემი აზრით სწრაფ კვების ერთადერთი დადებითი მხარე ის არის, რომ შეგიძლია მცირე დროში მიირთვა საკვები. ასევე ის ძალიან გემრიელია და ადამიანებს უჩირთ უარის თქმა. ზოგჯერ სხვა გამოსავალი არ არსებობს და იძულებულები ვართ შევიძინოთ სწრაფი კვების პროდუქტი და მივირთვათ.


                                             უარყოფითი მხარეები


რაც შეეხება უარყოფით მხარეებს ამაზე შეიძლება ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ. სწრაფი კვებისას ადამიანი ჭამს ჰოთდოგს, ჰამბურგერს, შაურმას, ჩიფსს და სხვა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ისეთი გემრიელია, რომ ჩვენ ჭამის დროს არც კი ვუფიქრდებით, რომ ასეთი საკვების დიდი რაოდენობით მიღებით საშინელ საფრთხეში ვაგდებთ ჩვენ ორგანიზმს. სწრაფი კვების პროდუქტებით ჩვენ ძირითადად ქუჩაში ვიკვებებით. ასეთ კვებას ბევრი უარყოფითი მხარე გააჩნია. სიჩქარეში საკვებს კარგად არ ვღეჭავთ და კუჭში ხვდება მექანიკურად, ამიტომ სწრაფი კვება ხშირად გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, შეკრულობის მიზეზი ხდება. ქუჩაში კვებისას ვერ ვიცავთ ჰიგიენას და შეიძლება ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს სალმონელოზის, დიზენტერიისა და სხვა დაავადებათა გამომწვევი ჭიის კვერცხები. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიზარდა ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი, რასაც მეცნიერები სწორედ სწრაფ კვებას უკავშირებენ. საქმე ისაა, რომ როგორც წესი, ეს საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით კალორიებს, მდიდარია ქოლესტერინით, ღარიბია ვიტამინებით, მასში დარღვეულია ბალანსი ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწლებს შორის. ასევე ყველასათვის ცნობილია ალბათ ისიც, რომ მაკდონალდში დამზადებული საკვებიც არაა სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისათვის. ამბურგერი, ჰოთდოგი თუ ჩიზბურგერი, რომელსაც ქართულ მაკდონალდში მივირთმევთ, მიუხედავად იმისა, რომ ”უგემრილესია”, დამზადებულია უცხოეთიდან შემოტანილი გაყინული ხორცის კატლეტით (რომელიც შეიძლება რამოდენიმე თვის, ან უფრო ცუდი, წლების წინაც იყოს დამზადებული). ასევე ბოსტნეულიც შემოდის უცხოეთიდან, რომელიც შესაძლოა იყოს გენმოდიფიცირებული პროდუქტი. ასევე ყველას გვიყვარს კარტოფილი "ფრი", მაგრამ არ ვიცით როგორ ამზადებენ მას. ის იწვება ზეთში, რომელიც დამზადებულია სოიოთი ან სიმინდით, რომელიც ასევე მთლიანად გენმოდიფიცირებული პროდუქტია და შლის ადამიანის იმუნიტეტს, ამიტომ ასევე უკეთესი იქნება თუ "ფრის" ჭამის დროს ზომიერებას დავიცავთ და გადაჭარბებული რაოდენობით არ მივიღებთ.



                                  სწრაფი კვება თუ ჯანმრთელობა?



ჩვენი ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ დიდსა თუ პატარას ძალიან უჭირს დროის განაწილება. მით უმეტეს, თუ ქალი მუშაობს. რთული სამუშაო დღის შემდეგ მას აღარც დრო რჩება და აღარც ენერგია საიმისოდ, რომ მეორე დღისთვის კერძები მოამზადოს. ზოგჯერ კი თვით ოჯახის წევრების ყოველდღიური გრაფიკი ისეთი გადატვირთულია, თუნდაც გამზადებული კერძის მისართმევად შინ მისვლის დრო არც რჩებათ. ამიტომ დიდი თუ პატარა, შეიძლება ითქვას, იძულებულია "გარეთ" იკვებოს.

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმის ადეკვატურად შეიქმნა სწორედ ე.წ. ფასტ ფუდი - სწრაფი კვება, რომელიც მართლაც ეხმარება უამრავ ადამიანს დროის ეკონომიაში. ბავშვები ხომ აღფრთოვანე-ბულიც კი არიან გარეთ კვებით. მათ ძალიან მოსწონთ სწრაფი კვების როგორც პროდუქტები, ასევე პროცესი. მაგრამ სწრაფ კვებას თავისი მომხიბვლელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, უარყოფითი მხარეც აქვს. ის მავნებელია. მით უმეტეს, თუ სისტემატური ხასიათი აქვს. ამიტომ უნდა შევეცადოთ, მოვძებნოთ კომპრომისი! ფასტ ფუდი სულაც არ არის ამერიკელების გამოგონილი, როგორც მიაჩნიათ. სწრაფი კვების მოყვარულნი ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყვნენ, რომელთა სახლებშიც ყოველთვის როდი იყო სამზარეულოები. სამაგიეროდ ხშირად მიდიოდნენ ბაზარში, სადაც მიირთმევდნენ კვერებს ყველით, მწვანილით ან ხორცით, რომლებსაც გადასხმული ჰქონდა ზეითუნის ზეთი. ამგვარი კვებით არც ავადმყოფობდნენ და არც სუქდებოდნენ. მთავარი კი ის გახლდათ, რომ პროდუქტები ნატურა-ლური და ახალი იყო და თანაც, სამკურნალო ზეითუნის ზეთით შეზავებული. ფასტ ფუდის თანამედროვე მწარმოებლები ზეითუნის ზეთს, სამწუხაროდ, არ სწყალობენ და "სწრაფ საკვებს" მავნებელი მარგარინით ამზადებენ. კარგად დაფიქრდით, თქვენი შვილი ბავშვობიდანვე როგორ საკვებს ეჩვევა - დედიკოს ხელით დამზადებულ ხაჭაპურსა და გუფთას თუ ჰამბურგერს? მხედველობაში მიიღეთ, რომ ფასტ ფუდს ბავშვები სწრაფად ეჩვევიან, გამორჩეულად ამოიჩემებენ და იმის გამუდმებულ ახსნას, რომ კარტოფილი ფრი და გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვის მავნებელია. 
მასაჩუსეტის კვების სამედიცინო საზოგადოების თანახმად, ფასთ-ფუდი განსაკუთრებით მაღალკალორიულია, იწვევს გაცხიმოვნებას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. საკვები შეიცავს კანცეროგენული თვისების მქონე ტრანსცხიმებს (მარგარინი, კომბიცხიმი) და ასევე კანცეროგენულ აკრილამიდს. გამაგრილებელ სასმელებში შაქრის მაღალი შემცველობაა, რაც საშიშია არა მხოლოდ კალორიულობის, არამედ დიაბეტის განვითარების მაღალი ალბათობის გამოც. ფასთ-ფუდებში რეგულარული კვება არღვევს კალციუმის შეწოვას. საზოგადოდ, სწრაფი კვების მავნეობა 3 ძირითად ფაქტორს უკავშირდება:
  • ცხიმების, მარილისა და შაქრის ჭარბ შემცველობას, საკვების მაღალ ენერგეტიკულ ღირებულებას;
  • უჯრედისით ღარიბ პროდუქტებს;
  • ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებ შემცველობას.

    რაც შეეხება კანცეროგენულობას, აუცილებელია დავაზუსტოთ: კანცეროგენულია არა თვით საკვების კომპონენტები, არამედ მათი მომზადების ტექნოლოგია. წონის მატებას ამგვარი საკვები ნამდვილად იწვევს – მისი მომზადებისას გამოყენებული ტრანსცხიმები (ცხიმოვანი მჟავების არანატურალური იზომერები) ჩვეულებრივ ცხიმებზე გაცილებით ნელა და ძნელად იშლება. წინათ მიაჩნდათ, რომ ის მხოლოდ მავნე ქოლესტერინის დონეს ზრდიდა, ბოლოდროინდელი გამოკვლევები კი ადასტურებს, რომ ქოლესტერინთან ერთად იზრდება სისხლში ნახშირწყლების, კერძოდ, გლუკოზის დონეც, ყალიბდება ინსულინრეზინსტენტობა და იმატებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობა. ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ დანიაში აბსოლუტურად აკრძალეს ყველა ის პროდუქტი, რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს, აშშ-ში კი მწარმოებლებს მოსთხოვეს, პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობის შესახებ ეტიკეტებზე განეთავსებინათ ინფორმაცია, რის შემდეგაც ზოგიერთმა მწარმოებელმა საგრძნობლად შეამცირა მათი გამოყენება. ყოველივე ეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი მაინც ყოველდღიურად მიირთმევს ჰამბურგერებს, ჩიზბურგერებს, ბიგმაკებს, კარტოფილ-ფრისა და სხვა საკვებს. ფასთ-ფუდის პოპულარობის მთავარი მიზეზი ცხოვრების აჩქარებული ტემპი და დროის უქონლობაა.






                                                           რჩევები


თუ დრო ყელში გიჭერთ და რაციონალური, დაბალანსებული კვების რეჟიმს მაინც ვერ იცავთ, ნუ დაანებებთ თავს ფასთ-ფუდში კვებას, უბრალოდ:
  • შეუკვეთეთ პატარა ულუფა. დიდ ულუფებსა და და ორმაგ ჰამბურგერებზე უარი თქვით, ბიგმაკი მეგობარს გაუყავით.
  • ტკბილი სასმელების ნაცვლად შეუკვეთეთ ნაკლებად ტკბილი ჩაი ან ყინულიანი წყალი, უცხიმო რძე, ახალი ხილის წვენი ან მინერალური წყალი.
  • ხშირად ნუ მიირთმევთ შემწვარს, რადგან ის უხვად შეიცავს ცხიმს. კარტოფილი-ფრის ნაცვლად ქათმის ხორცის სენდვიჩი შეუკვეთეთ, შემწვარის ნაცვლად ორთქლზე მომზადებული ან წყალში მოხარშული მიირთვით.
  • ითვალეთ კალორიები. აირჩიეთ ისეთი კაფეტერია, სადაც მენიუში საკვების ენერგეტიკული ღირებულებაც არის მითითებული და შეკვეთამდე გადაითვალეთ.
  • ხშირად ესტუმრეთ ისეთ კაფეს, სადაც ხორციან კერძებსა და სენდვიჩებთან ერთად ბოსტნეულის სალათების ფართო არჩევანია.

No comments:

Post a Comment